მიმდინარეობს     ბაზების     დამუშავება ! 


 

მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი; არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული, გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.




 

 

 

  

უწმიდესი და უნეტარესი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა




 

 

ქართულმა არქიტექტურამ, რომელსაც მუდმივი კავშირი ჰქონდა შუა საუკუნეთა დასავლეთისა და წინა აღმოსავლეთის სხვა ხალხთა არქიტექტურასთან, მკაფიო ეროვნული თავისებურება შეიმუშავა. მას მუდმივად ახასიათებდა მონუმენტალურობა და იმავე დროს მასშტაბის ადამიანურობა; სიმკაცრე და ზომიერება ,,ემოციათა” გამოსახვისას, იმავე დროს, მაჟორული, ხალისიანი განწყობილება; ეგზალტაცია და მისტიკა მისთვის უცხოა; თვით საეკლესიო შენობებშიც კი საერო, ,,ამქვეყნიური” განწყობილებაა; ქართული ხელოვნების ნაწარმოების აგებულება მუდამ ტექტონიკურია, კლასიკურად ნათელი და მკაფიო; იგი მუდამ რაციონალურია, მაგრამ ამავე დროს, პოეტური.
თავისი აყვავების ეპოქებში ქართული ხუროთმოძღვრება მოწინავე იდეების მატარებელი იყო.
მან ბევრი ნაწარმოები შექმნა და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა მსოფლიო ხელოვნების საგანძურში.

 
ვახტანგ ბერიძე – ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
 

  Created by Visual Studio